Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება


კოალიციური მთავრობის შესახებ ორდღიანი მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების გამო, საბერძნეთში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახე სოციალისტთა ლიდერმა ევანგელოს ვენიზელოსმა განაცხადა. საბერძნეთის სამი წამყვანი პოლიტიკური პარტია კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს მართავდა ქვეყნის პრეზიდენტ კაროლოს პაპოულიასთან, რომელიც მხარს უჭერდა ტექნოკრატთა კაბინეტის ფორმირებას. კონსულტაციებში მონაწილეობას არ ღებულობდა მემარცხენე ბლოკ „სირიზას“ ლიდერი, რომლის გაერთიანებამაც 6 მაისის არჩევნებში განსაცვიფრებელი მეორე ადგილი აიღო. „სირიზა“ აცხადებს, რომ არ შეუერთდება არც ერთ კოალიციას, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების შემცირების გეგმას დაუჭერს მხარს. მომავალი საპარლამენტო არჩევნების აბერძნეთში სავარაუდოდ ივნისში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG