Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი 14 მაისს მილანში იმყოფებოდა


საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი 14 მაისს მილანში იმყოფებოდა. გაზეთმა ”ალიამ” დღევანდელ ნომერში გამოაქვეყნა ფოტოები სათაურით: ”5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანში შოპინგობდა. ”თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით ევროპის გავლით გაემგზავრა და მისი გადაფრენის მარშრუტი ითვალისწინებდა რამდენიმე საათიან შეჩერებას მილანში. რაც შეეხება აშშ-ში ვიზიტს, მანჯგალაძის თქმით, ის ხვალიდან იწყება და ითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას ჩიკაგოში, ნატოს სამიტში და შეხვედრებს აშშ-ის პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG