Accessibility links

logo-print

საქართველომ განაცხადი უეფაში დამოუკიდებლად შეიტანა


ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის განაცხადი საქართველომ უეფაში დამოუკიდებლად შეიტანა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადეს, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა იმის გამო, რომ ბაქო ამ ეტაპზე ფოკუსირებულია 2020 წლის ოლიმპიადის ჩატარებაზე, პარალელურ რეჟიმში ყურადღების ვერ გადაიტანდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაზე. აზერბაიჯანთან ერთად საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების განზრახვაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარტში ისაუბრა აზერბაიჯანის პარლამენტში გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG