Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მონაწილეობას არ მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის სამიტში


თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა მონაწილეობას არ მიიღებს აზია-წყნარი ოეკანის სამიტში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში რუსეთში ჩატარდება. ამ გადაწყვეტილებას თეთრი სახლი ხსნის 6 სექტემბრისთვის დანიშნული დემოკრატიული პარტიის კონფერენციით და ხაზს უსვამს, რომ ობამას ნაბიჯი არ არის გამოწვეული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უარით, მონაწილეობა მიიღოს" დიდი რვიანის" სამიტში, რომლიც მომავალ შაბათ-კვირას გაიმართება კემპ-დევიდში. პუტინი და ობამა, სავარაუდოდ, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში, ივნისში შეხვდებიან ერთმანეთს. ეს სამიტი მექსიკაში მოეწყობა.
XS
SM
MD
LG