Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში გერმანიის კანცლერის და საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა


საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, რომელიც დღეს აკურთხეს ამ თანამდებობაზე, თავის პირველ ვიზიტად გერმანიაში, ბერლინში ჩავიდა. გაიმართა შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. შეხვედრის თემა ევროპის პოლიტიკური ვითარება და საბერძნეთის კრიზისი იყო. მერკელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორივე ლიდერს სურს საბერძნეთი დარჩეს ევროპის ზონაში. ოლანდმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ არჩევნებში, ბერძნები ევროზონას დაუჭერენ მხარს. ამავე დროს საფრანგეთის პირველმა სოციალისტმა პრეზიდენტმა ბოლო 17 წელიწადში თქვა, რომ საბერძნეთმა თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. მისი თქმით, ის ემხრობა ზომებს, რომლებიც საბერძნეთში კვლავ ზრდას მოიტანს. მისი და მერკელის სურვილია, განაცხადა ბერლინში ოლანდმა, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა ევროპის კეთილდღეობისთვის ითანამშრომლონ.
XS
SM
MD
LG