Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტს იწყებს


მიხეილ სააკაშვილის დღეს იწყებს ოფიციალურ ვიზიტს აშშ-ში. ის 20-21 მაისს ჩიკაგოში ნატო-ს სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველო სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ფორმატის შეხვედრის მონაწილე ქვეყანა იქნება. ჩიკაგოს სამიტის მუშაობის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტი ლოს-ანჯელესსა და ნიუ იორკს ეწვევა. მიხეილ სააკაშვილი პრინსტონის უნივერსიტეტის მიწვევით, უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. მისი გამოსვლა 17 მაისს არის დაგეგმილი. პრინსტონის უნივერსიტეტში, ქვეყნის პირველი პირი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და იმ ცვლილებებზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში მოხდა.
XS
SM
MD
LG