Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში გარდამავალი მთავრობა დაინიშნება


საბერძნეთის პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასი დღეს, როგორც ელიან, გარდამავალ მთავრობას დანიშნავს - მას შემდეგ, რაც 6 მაისის არჩევნების შედეგად პარლამენტში შესულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მოილაპარაკეს კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ. კანონის მიხედვით ინიშნება ახალი არჩევნები - 10 ან 17 ივნისს. მთავრობის ჩამოყალიბებას ხელს უშლის პარტიების რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება მკაცრი საბიუჯეტო ეკონომიის ზომების მიმართ, რაც საერთაშორისო დახმარების მორიგი ტრანშის მიღების აუცილებელი პირობაა. თუ საბერძნეთი ახალ კრედიტს ვერ მიიღებს, მას სავარაუდოდ ევროზონის დატოვება და დეფოლტის გამოცხადება მოუწევს.
XS
SM
MD
LG