Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერიის ექს-პრეზიდენტი ჰააგის ტრიბუნალზე ბოლო სიტყვით გამოვა


გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალზე ჰააგაში დღეს დაგეგმილია ლიბერიის ექს-პრეზიდენტის ჩარლზ ტეილორის ბოლო სიტყვით გამოსვლა. აპრილში ტრიბუნალმა 64 წლის ტეილორი დამნაშავედ სცნო სიერა-ლეონას სისხლიანი სამოქალაქო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან კავშირში. ჩარლზ ტეილორი მხარს უჭერდა ამბოხებულებს, რომლებმაც არაერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. ტეილორი ბრალს არ აღიარებს. მისმა დაცვამ კი ბრალდების მხარის მოთხოვნას - ტეილორისთვის 80 წლით თავისუფლების აღკვეთს ”გადამეტებული და უსაფუძვლო” უწოდა. განაჩენს 30 მაისს გამოაცხადებენ.
XS
SM
MD
LG