Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა დაგმო ბესიკ გაზდელიანის საქციელი


საქართველოს სახალხო დამცველი დღეს გამოეხმაურა ინციდენტს, რომელიც 14 მაისს მოხდა ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილესა და ,,თავისუფალი დემოკრატების“ კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის. გიორგი ტუღუშის განცხადებით, მედიით გავრცელებული ვიდეომასალიდან თვალნათლივ ჩანს, რომ გამგებლის მოადგილეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან, რასაც ჯერ მისი ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა, შემდეგ კი მხარეთა ფიზიკური დაპირისპირება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურეს, განსხვავებით რიგითი მოქალაქეებისაგან, საჯარო კრიტიკის მოთმენის ვალდებულება აქვს, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს პროფესიული მოვალეობის შესრულებისასას. ”საჯარო მოხელე მაქსიმალურად უნდა შეეცადოს თავი შეიკავოს შეუფერებელი ქცევისგან, მით უფრო მიუღებელია ცალკეული მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფა, ან კონფლიქტის პროვოცირება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა” - ნათქვამია გიორგი ტუღუშის განცხადებაში. ომბუდსმენი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, სათანადო რეაგირება მოჰყვეს ბესიკ გაზდელიანის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას და მიმართავს ყველა საჯარო მოხელეს, დაიცვან პროფესიული სტანდარტი და იმოქმედონ სტატუსის შესაფერისად.
XS
SM
MD
LG