Accessibility links

logo-print

საბერძნეთში ახალი არჩევნები 17 ივნისს გაიმართება


ოფიციალური ცნობით, დიდძალი ვალების მქონე საბერძნეთში ახალი არჩევნები 17 ივნისისთვის დაინიშნა. მანამდე დროებით მთავრობას მაღალი რანგის მოსამართლე უხელმძღვანელებს. არჩევნების თარიღზე შეთანხმებას პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა პრეზიდენტთან, კაროლოს პაპოულიასთან შეხვედრაზე მიაღწიეს. პარტიები ასევე შეთანხმდენ, რომ დროებით მთავრობას უხელმძღვანელებს პანაგიოტის პიკრამენოსი - საბერძნეთის მთავარი ადმინისტრაციული სასამართლოს ხელმძღვანელი. ახალი არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც პარტიებმა ვერ შესძლეს შეთანხმება კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ, 6 მაისის არჩევნების შემდეგ. გამოკითხვები მიანიშნებს, რომ ახალ არჩევნებში, სავარაუდოდ, გაიმარჯვებენ პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საბერძნეთში უკვე გატარებულ საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის ზომებს. ეს ზომები ქვეყანამ საერთაშორისო ფინანსური დახმარების სანაცვლოდ უნდა გაატაროს, დეფოლტის თავიდან აცილების მიზნით. შეშფოთებამ, რომ საბერძნეთმა, შესაძლოა, ევროს მოქმედების ზონა დატოვოს, ბოლო ოთხი თვის მანძილზე ამ ვალუტის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე ვარდნა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG