Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა დათანხმდა ევროპელი იურიდიული და სამედიცინო ექსპერტების მიღებას ტიმოშენკოს საქმეზე


უკრაინის პრემიერ-მინისტრი, მიკოლა აზაროვი აცხადებს, რომ ევროკავშირს შეუძლია უკრაინაში მიავლინოს ექსპერტები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს როგორც სამედიცინო გასინჯვის, ისე მისი საქმის და განაჩენის იურიდიული საფუძვლების შესწავლის მიზნით. აზაროვი ამ განცხადებით ოთხშაბათს, ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდა. მისი თქმით, ევროკავშირელ ექიმებს შეუძლიათ ჩავიდნენ უკრაინაში და შემოწმება ჩაუტარონ ტიმოშენკოს - რომელიც ამჟამად ხარკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს, ახალხან შეწყვეტილი შიმშილობის შედეგების და ზურგის ტკივილების გამო. ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის თქმით, „ინტენსიური და გულწრფელი“ მოლაპარაკების შემდეგ აზაროვის მიერ გაკეთებული ეს განცხადება „ნამდვილი წინგადადგემული ნაბიჯია“. ტიმოშენკოს შვიდი წლით აქვსმისჯილი თავისუფლების აღკვეთა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
XS
SM
MD
LG