Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ოპოზიციის აქტივისტი ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს


აზერბაიჯანში ოპოზიციის გავლენიანი აქტივისტი ციხიდან ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს. ალნურ მეჩიდლიმ - რომელიც ოპოზიციური სახალხო ფრონტის პარტიის წევრია - რადიო თავისუფლებას ამცნო, რომ ნაადრევი განთავისუფლების შესახებ მისი თხოვნა ბაქოში სასამართლომ დააკმაყოფილა და ის პირობით გაანთავისუფლეს. მეჩიდლის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დასდეს ბრალი, მას შემდეგ რაც მან 2011 წლის 2 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ოქტომბერში მას ორი წლით მიუსაჯეს პატიმრობა. გავლენიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, "ამნესტი ინტერნეიშენალმა" მეჩიდლი სინდისის პატიმრად მიიჩნია. ამ ორგანიზაციის თანახმად, აზერბაიჯანის ციხეებში კიდევ თორმეტი სინდისის პატიმარი რჩება.
XS
SM
MD
LG