Accessibility links

logo-print

საბერძნეთში ერთგულების ფიცი დადო დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა


საბერძნეთში ერთგულების ფიცი დადო დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, პანაგიოტის პიკრამენოსმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე. პიკრამენოსი საბერძნეთის მთავარი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარეა. საბერძნეთის პოლიტიკური პარტიების ლიდერები ოთხშაბათს შეთანხმდნენ, რომ 17 ივნისს ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც წამყვანმა პარტიებმა ვერ შეძლეს კოალიციური მთავრობის შექმნა 6 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები მიანიშნებს, რომ ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება შესაძლოა, ერგოს მომჭირნეობის ზომების მოწინააღმდეგე პარტიებს. მომჭირნეობის ზომები უკვე ამოქმედდა საბერძნეთში, დეფოლტის თავიდან ასაცილებლად უცხოეთის დახმარების მიღების სანაცვლოდ. შეშფოთებამ, რომ ვადამდელი არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებაში, საბერძნეთმა შესაძლოა, დატოვოს ევროს მოქმედების ზონა, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ამ ვალუტის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე ვარდნა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG