Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას მოუწოდებს, ციხიდან გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერები


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას მოუწოდებს, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები და მისცეს მათ 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. კიევში ჟურნალისტებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომითი უფლებების საკითხებში, თომას მელიამ გამოთქვა შეშფოთება "შერჩევითი" და "პოლიტიკურად მოტივირებული" გასამართლების შემთხვევების გამო. დასავლეთში განსაკუთრებით მწვავე კრიტიკას იწვევს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს საქმე.უკრაინაში ტიმოშენკოს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს პრემიერ-მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. ამჟამად ტიმოშენკო ხარკოვის საავადმყოფოში იმყოფება ხერხემლის ძლიერი ტკივილის გამო და პროტესტის ნიშნად შიმშილობის შემდეგ სამკურნალოდ.
XS
SM
MD
LG