Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო აშშ-ში ვიზიტი


საქართველოს პრეზიდენტმა ოთხშაბათს დაიწყო აშშ-ში ვიზიტი, რომლის მსვლელობაშიც, 20-21 მაისს, მონაწილეობას მიიღებს ჩიკაგოში ნატოს სამიტის მუშაობაში. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ამერიკაში ჩასვლისთანავე - აეროპორტში დაახვედრეს ძალიან სასიამოვნო ამბავი, რომ გაეროს პრემია მიენიჭათ საქართველოს იუსტიციის სახლებსა და ელექტრონულ ტენდერებს. ჩიკაგოს სამიტის მუშაობის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტის გეგმა ითვალისწინებს, პრინსტონის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაკითხვასაც. მისი გამოსვლა 17 მაისს არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG