Accessibility links

ავღანეთი ნატოსგან მოითხოვს 4,1 მილიარ დოლარს წელიწადში


ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯავიდ ლუდინმა დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატოს სამიტზე მოითხოვს 4,1 მილიარდი დოლარის გამოყოფას წელიწადში. ლაპარაკია 2014 წლის შემდგომ პერიოდზე, როცა უცხო ქვეყნების სამხედროები დატოვებენ ავღანეთს. ავღანეთის ხელისუფლება თვლის, რომ ნატომ უნდა დააფინანსოს ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რადგან, ლუდინის თქმით, ”ავღანეთი არის და იქნება ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე” და მომავალი წლების განმავლობაში კვლავაც მოუწევს მსხვერპლის გაღება. ჯავიდ ლუდინი აცხადებს, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის თანხის გამოყოფა არ იქნება ”ქველმოქმედება”, არამედ უფრო მეტად იქნება ”ინვესტიცია”.
XS
SM
MD
LG