Accessibility links

logo-print

კოალიციამ ”მედიის ადვოკატირებისთვის” გაავრცელა განცხადება


კოალიციამ ”მედიის ადვოკატირებისათვის” დღეს გაავრცელა განცხადება. ის შეეხება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტში იხილება. კოალიცია თვლის, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თანამდებობის პირების პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა. ცვლილებათა პროექტის თანახმად კი, თანამდებობის პირთა შესახებ არსებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი გათანაბრებულია კერძო პირის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან და დაინტერესების შემთხვევაში არ ექვემდებარება ავტომატურ გაცემას. კოალიცია აცხადებს: ”ვფიქრობთ, უნდა არსებობდეს განსხვავებული მიდგომა საჯარო და კერძო პირების პერსონალურ მონაცემებს შორის, რადგან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ეს კატეგორიები მკვეთრად არის გამიჯნული. თანამდებობის პირები ფლობენ სახელმწიფო ხელისუფლების მნიშვნელოვან ბერკეტებს და შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ამიტომ დაუშვებელია საზოგადოებას ჩამოერთვას უფლება გააკეთოს არჩევანი თუ ვის ირჩევს, რა ქონებას ფლობდა ის თანამდებობაზე დანიშვნისას და როგორ შეიცვალა მისი ეკონომიკური მდგომარეობა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში და სხვა მნიშნელოვან ინფორმაციას, რომელიც მოქალაქეს მისცემს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას”.
XS
SM
MD
LG