Accessibility links

logo-print

ავღანეთში შვიდი ადამიანი მოკლეს გუბერნატორის რეზიდენციაზე თავდასხმისას


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელი ამფეთქებლების ჯგუფი თავს დაესხა გუბერნატორის რეზიდენციას დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციაში და მოკლა შვიდი ადამიანი. პოლიციის ცნობით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა რეზიდენციის შესასვლელში, რის შემდეგაც რეზიდენციის ტერიტორიაზე შეიჭრა სამი შეიარაღებული პირი. შეტაკებისას, რომელმაც, როგორც იუწყებიან, ორი საათი გასტანა, დაიღუპა ექვსი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი, დაიჭრა 12 ადამიანი. პოლიციის ცნობით, მოკლულია ოთხივე თავდამსხმელი.
XS
SM
MD
LG