Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მლადიჩის სასამართლო პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო


ყოფილი იუგოსლავიის სამხედრო დანაშაულთა ტრიბუნალმა, რომელიც ჰააგაშია განთავსებული, განუსაზღვრელი ვადით გადადო ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო ლიდერის, რატკო მლადიჩის სასამართლო პროცესი, პროცესის დაწყებიდან სულ ერთი დღის შემდეგ. სასამართლოს თავმჯდომარე ალფონს ორის განმარტებით, მიზეზია „შეცდომები“, რომლებიც პროკურორებმა დაუშვეს რატკო მლადიჩის ადვოკატებისთვის მტკიცებულებების წარდგენისას. მოსამართლის განცხადებით, ის შეძლებისდაგვარად მოკლე დროში განსაზღვრავს პროცესის განახლების თარიღს. 70 წლის მლადიჩისთვის წაყენებული 11 ბრალდება მოიცავს ბოსნია-ჰერცეგოვინაში 1990-იანი წლების დროს გენოციდს, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. მლადიჩი ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG