Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი პუტინი ბელორუსიას ეწვევა პირველი ვიზიტით


ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ პირველი ვიზიტით ბელორუსიას ეწვევა. კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტი 31 მაისს დაიწყებს სახელმწიფო ვიზიტს მეზობელ ქვეყანაში. რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, ბელორუსიის შემდეგ, პუტინის გეგმა ითვალისწინებს ვიზიტებს გერმანიაში, საფრანგეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და ჩინეთში. გასულ კვირაში კრემლმა გამოაცხადა, რომ პუტინი აუქმებს შეერთებულ შტატებში ვიზიტს, რომლის მსვლელობაშიც უნდა შეხვედროდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას და „დიდი რვიანის“ სხვა ლიდერებს. ვლადიმირ პუტინი 7 მაისს მესამე ვადით დაბრუნდა რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე.
XS
SM
MD
LG