Accessibility links

logo-print

ბაჰრეინი ირანს აფრთხილებს არ ჩაერიოს მის საქმეებში


გავრცელებული ცნობებით, ბაჰრეინმა ირანი გააფრთხილა არ ჩაერიოს მის საქმეებში. ამ გაფრთხილების ფონია ირანის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების გაერთიანების პერსპექტივის მისამართით. პარასკევს გავრცელდა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ ხალიდ ბინ აჰმად ალ-ხალიფას სიტყვები, რომ გაერთიანება - რომელიც, როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, საუდის არაბეთით და ბაჰრეინით დაიწყება - წარმოადგენს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მოქალაქეთა „მოთხოვნას“. ირანი საუდის არაბეთმაც გააფრთხილა არ ჩაერიოს პროექტში. შიიტური უმრავლესობის მქონე ირანს და სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც საუდის არაბეთმა შიიტური უმრავლესობის მქონე ბაჰრეინში ჯარი შეიყვანა, სუნიტების ხელმძღვანელობით მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე ამბოხების ჩახშობის მიზნით.
XS
SM
MD
LG