Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური ჩირაღდანი ათენში ბრიტანეთის დელეგაციას გადასცეს


ათენში დღეს გამართულ ცერემონიაზე საბერძნეთმა ოლიმპიური ჩირაღდანი გადასცა ლონდონში 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს. საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა, ოლიმპიური ცეცხლი დედოფალ ელისაბედის ქალიშვილს, პრინცესა ანას გადასცა - რომელიც ბრიტანეთის ოლიმპიური ასოციაციის პრეზიდენტია. ბრიტანეთის დელეგაცია ოლიმპიურ ჩირაღდანს ბრიტანეთში პარასკევს ჩაიტანს თვითმფრინავით. ამის შემდეგ დაიწყება ჩირაღდნის 12800-კილომეტრიანი ოდისეა ბრიტანეთში, 1000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლის გავლით, სანამ 27 ივლისს მიიტანენ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, ლონდონში.
XS
SM
MD
LG