Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ”დიდი რვიანის” სამიტს მასპინძლობს


აშშ-ის პრეზიდენტის კემპ-დევიდის რეზიდენციაში დღეს ”დიდი რვიანის” წევრი ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკის საკითხებს განიხილავენ. ორდღიან შეხვედრაზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, კანადის, საფრანგეთის, იაპონიისა და რუსეთის ლიდერები ევროზონის გარშემო შექმნილ კრიზისული ვითარებაზე იმსჯელებენ. შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების საკითხებიც განიხილება - სირიაში შექმნილი ვითარება და ირანის ბირთვული პროგრამა. ლიდერები მრავალ ორმხრივ შეხვედრას ჩაატარებენ.
XS
SM
MD
LG