Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები „სინდისის პატიმრებად“ მიიჩნევენ ნავალნისა და უდალცოვს


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნალი“ „სინდისის პატიმრებად“ მიიჩნევს რუს ოპოზიციონერებს, ალექსეი ნავალნისა და სერგეი უდალცოვს. მათ 6 მაისს, მოსკოვში გამართულ აქციაზე დაკავების შემდეგ ჯერ ფულადი ჯარიმა დაეკისრათ, რამდენიმე დღეში კი ისევ იქნენ დაკავებული პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. ამჯერად მათ 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. „სინდისის პატიმრებად“ ითვლებიან პოლიტიკური, რელიგიური და სხვა მრწამსის გამო დაკავებული პირები. „ამნესტი ინტერნეიშენალის“ განცხადებით, ნავალნი და უდალცოვი ცდილობდნენ, ესარგებლათ დემონსტრაციაში მონაწილეობის უფლებით და საამისოდ იყენებდნენ „არაძალადობრივ, მშვიდობიან მეთოდებს“, მაგრამ დაკავებულ იქნენ რუსი სამართალდამცველების მიერ.
XS
SM
MD
LG