Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯის საკითხი განიხილეს გრიგოლ ვაშაძემ და ელმარ მამედიაროვმა


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. გრიგოლ ვაშაძისა და ელმარ მამედიაროვის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მისი ცნობით, მინისტრებმა 17 მაისს ისაუბრეს ”ქართული კულტურული ძეგლის, დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტრის საკითხზე, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პატრულირების მარშრუტის გადანაცვლებამ წამოჭრა.” როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, მინისტრები, რომლებსაც მუდმივი კონტაქტი აქვთ, შეთანხმდნენ, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას ამ საკითხს დამატებით განიხილავენ და პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.
XS
SM
MD
LG