Accessibility links

სამართალდამცავებმა დააკავეს "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი


სამართალდამცავებმა დღეს თბილისში დააკავეს "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე. მისი დაკავების მიზეზად სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ჰომოფობიის წინააღმდეგ თბილისში 17 მაისს გამართული მსვლელობის მონაწილეებთან დაპირისპირება დაუსახელა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მანჯავიძე დამნაშავედ ცნო წვრილმან ხულიგნობაში და 100 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებულმა სოსო მანჯავიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი მოქმედება იყო არა წვრილმანი ხულიგნობა, არამედ აუცილებელი შეკავების ღონისძიება, რათა კიდევ უარესი არ მომხდარიყო. "ჩვენ არც ჰომოფობები ვართ, არც ქსენოფობები და მიგვაჩნია, რომ უმრავლესობასაც აქვს უფლება, რომელიც უხეში ფორმით არ უნდა ირღვეოდეს", - განაცხადა სოსო მანჯავიძემ. დღესვე კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" წევრმა ორგანიზაციებმა აღშფოთება გამოთქვეს 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე "რელიგიური ექსტრემისტების მიერ მშვიდობიანი დემონსტრციის დარბევის და ძალადობის გამო.” კოალიციამ დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG