Accessibility links

logo-print

საფინანსო ბირჟები კურსების დაცემით გაიხსნა


აზიისა და ევროპის საფინანსო ბირჟები დღეს კურსების დაცემით გაიხსნა - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო საფინანსო სააგენტო „მუდიმ“ შეამცირა ესპანეთის 16 ბანკის რეიტინგები. ესპანეთში ძირითადი ინდექსი თითქმის ორი პროცენტით დაეცა, ხოლო ლონდონისა და ფრანკფურტის ბირჟებზე ევროპული აქციები საშუალოდ ერთი პროცენტით ნაკლებ ფასად იყიდებოდა. მიღებული ცნობების თანახმად, აქციების ვარდნა საბერძნეთში მიმდინარე კრიზისსაც უკავშირდება. გაიაფდა ევროც - დოლართან მიმართებით ერთი ევროს ფასმა ერთი დოლარი და 27 ცენტი შეადგინა.
XS
SM
MD
LG