Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: „დიდი რვიანის“ სამიტი ეკონომიკის მასშტაბური ზრდის პროგრამას განიხილავს


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ამბობს, რომ „დიდი რვიანის“ სამიტი, რომელიც მუშაობას იწყებს, განიხილავს ეკონომიკის მასშტაბური ზრდის პროგრამას, ევროზონის ფისკალურ კრიზისთან გამკლავების გზების შემუშავების მიზნით. ობამა ამ განცხადებით თეთრ სახლში გამოვიდა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ და კემპ დევიდში სამიტის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე. ობამას თქმით, ის და ოლანდი თანხმდებიან, რომ ევროზონის კრიზისი მსოფლიოს ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ობამასთან შეხვედრაზე თქვა, რომ საბერძნეთმა - რომელიც ევროზონის კრიზისის ცენტრშია მოქცეული - უარი არ უნდა თქვას ერთიან ვალუტაზე, ევროზე. ოლანდმა - რომელიც ხელისუფლებაში მიმდინარე კვირაში მოვიდა, არჩევნებში კონსერვატორი ნიკოლა სარკოზის დამარცხების შემდეგ -ასევე თქვა, რომ ობამას შეახსენა კამპანიის დროს მის მიერ დადებული პირობა, რომ საფრანგეთის ჯარს ავღანეთიდან 2012 წლის ბოლოსთვის გაიყვანს.
XS
SM
MD
LG