Accessibility links

logo-print

გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელი ირანს ეწვევა


გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელი კვირას, 20 მაისს თეირანს ეწვევა, ერდღიანი სამუშაო ვიზიტით. ვენაში განთავსებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ მისი გენერალური დირექტორი, იუკია ამანო, ორშაბათს მოლაპარაკებას გამართავს ირანის უზენაესი ეროვნული საბჭოს მდივანთან, საედ ჯალილისთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. ბოლოს ასეთი ვიზიტით ირანში ამანოს წინამორბედი, მუჰამედ ელბარადეი ჩავიდა, 2009 წლის ოქტომბერში. ამ ცნობის ფონია დიპლომატების განცხადებები, რომ გაეროს ატომურ უწყებასა და ირანს შორის პროგრესი შეიმჩნევა იმ შეთანხმების მიღწევის საქმეში, რომელიც შეეხება თეირანის კამათის საგნად ქცეულ ბირთვულ პროგრამას. ორშაბათის შეხვედრიდან ორ დღეში ირანი და მსოფლიოს წამყვანი ექვსი ქვეყანა ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად ბაღდადში შეიკრიბებიან.
XS
SM
MD
LG