Accessibility links

ავღანეთში ტერაქტის შედეგად სულ ცოტა რვა ადამიანი დაიღუპა


შაბათს თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი აღმოსავლეთ ავღანეთში, პროვინცია ხოსტში, რის შედეგადაც სულ ცოტა რვა ადამიანი დაიღუპა. პროვინციის პოლიციის უფროსის, სარდარ მოჰამად ზაზიას თქმით, ტერორისტი მიუახლოვდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ალი შერის ოლქში და სხეულზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. დაიღუპა ორი პოლიციელი და ექვსი სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG