Accessibility links

"ჩელსიმ" ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვა


საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ლონდონის კლუბმა შაბათს მიუნხენში გამართულ ფინალურ მატჩში ანგარიშით 4-3 დაამარცხა მასპინძელი გუნდი „ბაიერნი“. მატჩის ბედი გადაწყდა პენალტების სერიით, მას მერე, რაც ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. თამაშს ძირითადად „ბაიერნი“ აკონტროლებდა და დამატებით დროში გამარჯვების აშკარა შანსი ჰქონდა. მაგრამ არიენ რობენმა პენალტი ვერ გაიტანა. „ჩელსის“ რიგებში გამოირჩეოდა დიდიე დროგბა, რომელმაც ძირითადი დროის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი პენალტების სერიაში საბოლოო გოლით წერტილი დაუსვა თავისი გუნდის წარმატებას. „ჩელსიმ“ წელს პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი.
XS
SM
MD
LG