Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიკაგოში იხსნება ნატოს ორდღიანი სამიტი


კვირას შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში იხსნება ნატოს ორდღიანი სამიტი. ალიანსის 28 წევრი ქვეყნის ლიდერები იმსჯელებენ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ავღანეთიდან 2014 წელს უცხოური ჯარების გასვლის შემდეგ. გასულ კვირაში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, 2014 წლის შემდეგ ნატო გააგრძელებს ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნას, ხელშეწყობას და რჩევით დახმარებას. ნატოს სამიტის დღის წესრიგშია ასევე ჩრდილოატლანტიკური კავშირის გეგმები ევროპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის თაობაზე. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს სისტემა გაანეიტრალებს მის საკუთარ ბირთვული დაშინების სისტემას.
XS
SM
MD
LG