Accessibility links

logo-print

ავღანეთში თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად ნატოს ორი სამხედრო დაიღუპა


კვირას სამხრეთ ავღანეთში თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. პროვინცია ურუზგანის ხელისუფლების თანახმად, ტერაქტის შედეგად დაიჭრა რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე, მათ შორის ორი ბავშვი. პარასკევს პროვინცია კუნარში სარაკეტო იერიშის შედეგად ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. მთლიანად მაისის განმავლობაში ნატომ ავღანეთში 24 ადამიანი დაკარგა, წლის დასაწყისიდან კი - 156.
XS
SM
MD
LG