Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის საპრეზიდენტო არჩევნებში ტომისლავ ნიკოლიჩი იმარჯვებს


სერბიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემებით, იმარჯვებს ნაციონალისტური სერბიის პროგრესული პარტიის ლიდერი ტომისლავ ნიკოლიჩი. ბიულეტენების დაახლოებით 70 პროცენტის დათვლის შემდეგ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბორის ტადიჩი ხმების 47,4%-ს აგროვებს, ნიკოლიჩი კი 49,4%-ს. სერბიის პროგრესული პარტიის მეორე პირმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა უკვე გამოაცხადა თავისი კანდიდატის გამარჯვების შესახებ. მეორე ტურში ამომრჩეველთა მონაწილეობა მოულოდნელად დაბალი, 37% იყო.
XS
SM
MD
LG