Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ფოგ რასმუსენი - ანტისარაკეტო ფარი მუშაობს


ნატოს ანტისარაკეტო ფარი ადგილზეა და მუშაობს საბაზისო შესაძლებლობებით და მის არეალში მოხვედრილი რაკეტების ჩამოგდების უნარი შესწევს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ამის შესახებ ჩიკაგოს სამიტის პირველი დღის დასასრულს. მან აღნიშნა, რომ ფარის ”დროებითი შესაძლებლობების” ეტაპი არის პირველი ნაბიჯი მიზნისკენ, რაც არის 2022 წლისთვის ნატოს ევროპული ნაწილის მოსახლეობის, ტერიტორიისა და ძალების სრულად დაცვა ევროატლანტიკური სივრცის გარედან მომდინარე საფრთხეებისგან. რუსეთი ეწინააღმდეგება ნატოს ანტისარაკეტო სისტემას და აცხადებს, რომ მისი საშუალებით შესაძლოა რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ფაქტორის ნეიტრალიზაცია. რუსეთმა გააფრთხილა ნატო არ განავითაროს ანტისარაკეტო სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო სამხედრო ნაბიჯით დაიმუქრა.
XS
SM
MD
LG