Accessibility links

სერბიის პრეზიდენტად ტომისლავ ნიკოლიჩი აირჩიეს


სერბიაში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, სერბიის პრეზიდენტად აირჩიეს ტომისლავ ნიკოლიჩი, სერბიის პროგრესული პარტიის ლიდერი. მისი მეტოქე მეორე ტურში სერბიის ახლანდელი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი იყო. არჩევნების დასრულებიდან პირველი გამოსვლისას ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ სერბია მისი მეთაურობით არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე. მან აგრეთვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ დატოვებს პროგრესული პარტიის ლიდერობას.
XS
SM
MD
LG