Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი ნატოს სამიტის მთავარი საკითხია


დღეს ჩიკაგოში ნატოს სამიტი გრძელდება. გაიმართება შეხვედრა ავღანეთის საკითხზე, თავდაპირველად სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების დონეზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სამიტის გახსნაზე განაცხადა: “ჩვენ ერთად დავგეგმავთ მომავალ მოქმედებებს ავღანეთში. უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2014 წლამდე დავასრულებთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ავღანეთის ძალებისთვის სრულად გადაცემას. ჩვენ აგრეთვე მკაფიოდ განვაცხადებთ ჩვენი ვალდებულების შესახებ 2014 წლის შემდეგ ავღანეთთან გრძელვადიანი პარტნიორობის შესახებ”.
XS
SM
MD
LG