Accessibility links

logo-print

ბაქოში ოპოზიციის აქცია იმართება „ევროვიზიის“ კონკურსის დაწყებამდე


ბაქოში ოპოზიციური პარტიები მართავენ უსანქციო დემონსტრაციას. ცნობების თანახმად, პოლიციამ სცემა და დააკავა აქციის რამდენიმე მონაწილე. ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობაზე. დემონსტრაციის ფონია აზერბაიჯანის მზადება „ევროვიზიის“ სასიმღერო კონკურსისათვის, რომელიც ხვალ, სამშაბათს იწყება ბაქოში და მსოფლიოში მილიონობით მაყურებლის ინტერესს იპყრობს. ოპოზიციამ პირობა დადო, რომ კონკურსის მსვლელობაში, ანუ შაბათამდე, რამდენიმე აქციას გამართავს, რათა ყურადღება გაამახვილოს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
XS
SM
MD
LG