Accessibility links

logo-print

იემენში აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 50 ადამიანი


იემენიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 40 ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც მიმართული იყო სამხედრო აღლუმისათვის მზადებაში მონაწილე ჯარისკაცების წინააღმდეგ. აფეთქება დედაქალაქ სანაში მოაწყო, სავარაუდოდ, ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. როგორც იუწყებიან, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა ააფეთქა ტანზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობები. იმ ადგილას ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმისათვის მზადებაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენის გაერთიანების 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG