Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი ითხოვს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების რეიდების „პერმანენტულად“ მოგვარებას


პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ აშშ-ს მოუწოდა, „პერმანენტულად“ მოგვარდეს პაკისტანის ტერიტორიაზე აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების რეიდების საკითხი. ასეთი რეიდები დაძაბულობას იწვევს ისლამაბად-ვაშინგტონის ურთიერთობაში. პაკისტანის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, პრეზიდენტი საჰაერო რეიდების პრობლემას შეეხო ჩიკაგოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას. იქვე ზარდარიმ აშშ-ს მოუწოდა, მეტი მოიმოქმედოს ნოემბერში ნატოს საჰაერო რეიდის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით. პაკისტანი მოითხოვს ბოდიშს შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლისაგან, მაგრამ ვაშინგტონი უარს ამბობს და ორივე მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს. ამ ინციდენტის შემდეგ პაკისტანმა ნატოს დაუხურა ავღანეთში სამხედრო მისიის მოსამარაგებელი სატრანზიტო მარშრუტი.
XS
SM
MD
LG