Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და ეუთო აქებენ სერბიაში გამართულ არჩევნებს


ევროკავშირი აქებს სერბიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც იძლევა „ძალიან მკაფიო სიგნალს“, რომ სერბიას სურს, გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიმართული ძალისხმევა. ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ხელმძღვანელები ორშაბათს გავრცელებულ ერთობლივი განცხადებით მოუწოდებენ სერბიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს, ტომისლავ ნიკოლიჩს, გააგრძელოს რეფორმების გზა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. სერბიაში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს ეუთოც. ტომისლავ ნიკოლიჩმა - ნაციონალისტმა პოლიტიკოსმა - მცირე უპირატესობით დაამარცხა პროდასავლური კურსის მომხრე მოქმედი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი არჩევნების კვირას გამართულ, მეორე ტურში. ამასთან ნიკოლიჩმა პირობა დადო, რომ სერბია არ გადაუხვევს ევროპის გზიდან. არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდა ჩრდილოეთ კოსოვოს მკვიდრ 110 000-მდე ეთნიკურ სერბსაც.
XS
SM
MD
LG