Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში


"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2012 წლის 1 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით და აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 1 აპრილამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. "სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ისეთი ფაქტები, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის 10, ბიზნესსა და კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური მოტივით ზეწოლის 6 და ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის 3 შემთხვევა. ორგანიზაციის შეფასებით, მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილ ცალკეულ შემთხვევებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ანგარიშში საუბარია ტენდენციებზეც, რომლებიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას. "სამართლიანი არჩევნები" იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი ორგანოების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე.
XS
SM
MD
LG