Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებისგან პროვოკაციებს არ გამორიცხავს


კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ხელისუფლებისგან პროვოკაციებს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ დაუშვას. გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეუძლია დაგეგმოს სამოქალაქო დაპირისპირება, რომელშიც ერთი მხრიდან გადაცმულ, მეორე მხრიდან კი ფორმიან პოლიციელებს ჩართავს. "ქართული ოცნების" ლიდერი კოალიციის გეგმაზომიერი მოქმედებებიდან გამომდინარე ივნისის ბოლოს, ან ივლისის დასაწყიში ელის, რომ ხალხი შიშს საბოლოოდ მოერევა, შემდეგი თვეები კი ივანიშვილის თქმით, იმაზე მუშაობას მოხმარდება, რომ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ”მხედველობაში არ მაქვს არც ქუჩა, არც შეჯახებები და არც ძალადობაზე გადასვლა. პირიქით, პროცესი გეგმაზომიერად და მშვიდად უნდა წავიდეს", - აცხადებს ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი.
XS
SM
MD
LG