Accessibility links

logo-print

ნატო შეთანხმდა უსაფრთხოებაზე ზრუნვის ავღანელებისათვის ჩაბარების განრიგზე


ნატოს ლიდერებმა დაამტკიცეს გეგმა, რომლის თანახმადაც 2013 წლის შუა პერიოდში ავღანეთის უშიშროების ძალებს ჩააბარებენ ავღანეთში უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანას. ეს გეგმა ნატოს ჩიკაგოს სამიტზე დაადასტურა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა. მანვე დაადასტურა, რომ ნატო 2014 წლის მიწურულამდე აპირებს ავღანეთიდან საბრძოლო შენაერთების გაყვანას. სამიტის დეკლარაციაში პაკისტანს მოუწოდებენ, შეძლებისდაგვარად მალე გახსნას ავღანეთში ნატოს ძალების მოსამარაგებელი სატრანზიტო მარშრუტი. ამჟამად მიმდინარეობს სამიტის ბოლო დღე.
XS
SM
MD
LG