Accessibility links

logo-print

ნატოს სამიტის დეკლარაციაში ადასტურებენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი


ნატოს სამიტზე ჩიკაგოში მიიღეს დეკლარაცია, რომლის ხელმომწერებიც - ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები - ადასტურებენ ერთგულებას ტრანსატლანტიკური ალიანსის, ისევე როგორც ფართო სპექტრის პარტნიორობათა განმტკიცების მიმართ. ტექსტში საუბარია საქართველოზეც. დეკლარაცია იმეორებს 2010 წლის ლისაბონის სამიტის დასკვნითი დოკუმენტის ფორმულირებას და აცხადებს: „2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ გადაწყვეტილების და ასევე მომდევნო გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს“. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის გამოცხადებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
XS
SM
MD
LG