Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანიდან იუწყებიან ბირთვული პროგრამის შესახებ „ინტენსიურ მოლაპარაკებაზე“


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, იუკია ამანო აცხადებს, რომ თეირანში „ინტენსიური“ და „დიდი სარგებლის“ მქონე მოლაპარაკება გამართა ირანელ ოფიციალურ პირებთან. იუკია ამანოს ვიზიტის მიზანია თეირანის დარწმუნება, რომ ირანში ბირთვულ ობიექტებზე შეუშვას ატომური სააგენტოს ექსპერტები, რომლებმაც უნდა შეამოწმონ, ემსახურება თუ არა ირანის ბირთვული პროგრამა იარაღის დამზადებას. თეირანში იუკია ამანოს ვიზიტი წინ უძღვის ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენლების შეხვედრას ბირთვული პროგრამის საკითხებზე. შეხვედრა ოთხშაბათს ბაღდადში გაიმართება.
XS
SM
MD
LG