Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 90 ადამიანი


იემენიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 90 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომელიც მიმართული იყო ჯარისკაცებისა და სტუდენტების წინააღმდეგ. აფეთქება დედაქალაქ სანაში მოაწყო, სავარაუდოდ, ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. როგორც იუწყებიან, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა ააფეთქა ტანზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობები. იმ ადგილას ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმისათვის მზადებაში, ჩრდილოეთი და სამხრეთ იემენის გაერთიანების 22-ე წლისთავთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG