Accessibility links

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 300 მსხვილ სოფელში კომპიუტერული ცენტრები შეიქმნება. ცენტრები მოსახლეობაში კომპიუტერის ცოდნის გავრცელებას და კომპიუტერისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს. იგეგმება კომპიუტერისა და ინტერნეტის ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენების პოპულარიზაცია და კერძო და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა. კომპიუტერულ ცენტრში დასასაქმებლად პირი ღია კონკურსის წესით შეირჩევა. დღეს რეგიონალურ მაცნეში გთავაზობთ კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების შესახებ მსიუჟეტებს ლაგოდეხიდან, გორიდან და ახალციხიდან.
XS
SM
MD
LG