Accessibility links

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მცხოვრები ზურაბ სურმანიძე კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნას იმედით ხვდება. ფიქრობს, რომ, სიახლეების გაცნობის გარდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა სამეწარმეო საქმიანობაშიც გამოადგება. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს საქმე გაუჩნდებათ.

კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის იდეას, ზურაბ სურმანიძის მსგავსად, მესხეთის სხვა სოფლებშიც დადებითად შეხვდნენ. 21-ე საუკუნის მოსახლეობა კარგად უნდა ფლობდეს ტექნიკას, მიაჩნიათ სამცხე-ჯავახეთში. სოფლის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ განათლება მათ ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

კომპიუტერთან ურთიერთობა სოფლის მოსახლეობას ცოდნას გაუღრმავებს, ინტერნეტი კი მათ ბიზნესის აწყობაში დაეხმარება, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, მიაჩნია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულს ზურაბ კურტანიძეს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამარჯვების შემთხვევაში, მონაწილეები უფასოდ მიიღებენ კომპიუტერს და ერთი წლის განმავლობაში უსასყიდლო ტექნიკური მხარდაჭერით ისარგებლებენ. სამოქალაქო რეესტრის ახალციხის სამსახურის სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ზაზა ზაზაძე ამბობს, რომ რეგიონიდან პროექტში მხოლოდ ორი სოფელია ჩასმული.

კონკურსი 15 ივნისამდე გასტანს. არსებული რესურსების გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე 600 პირის მომზადება იგეგმება. კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები სპეციალურ ტრენინგს და სტაჟირებას გაივლიან, რის შემდეგაც ისინი თავიანთ თანასოფლელებს კომპიუტერის გამოყენებას ასწავლიან. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს.
პროექტი პირველ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, 300 სოფელს მოიცავს. „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის" შეიქმნა ვებსაიტი www.Taoba.ge
XS
SM
MD
LG