Accessibility links

logo-print
დავით ქევხიშვილი 14 წლისაა და თელავის რაიონის სოფელ აკურაში ცხოვრობს. მან მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო. ახლა ელოდება იმ დროს, როდესაც აკურაში კომპიუტერის გამავრცელებელი საზოგადოება ცენტრს გახსნის. ამბობს, რომ შესაძლებლობა მიეცემა ახალი პროგრამები ისწავლოს და ამ მხრივ მიღებული ცოდნა კიდევ გაიღრმავოს:

„გავიგე, რომ ყველა სოფელში კომპიუტერები იქნება და გაიხსნება სპეციალური ცენტრები. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგია ახალგაზრდებისთვის. ჩვენ თავისუფალ დროს სწორი მიმართულებით გამოვიყენებთ და საკუთარ თავზეც ვიმუშავებთ. შესაძლებლობა გვექნება მეც და ბევრ ახალგაზრდასაც კარგად ავითვისოთ ინტერნეტი და სხვადასხვა სამუშაო პროგრამები, რაც მომავალში საკმაოდ დადებით გავლენას იქონიებს ნებისმიერ ჩვენგანზე.“

დავით ქევხიშვილისგან განსხვავებით, ვალიკო გუგუტიშვილი მთავრობას ახალ ინიციატივას უწუნებს. ის ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა სახელმწიფო გლეხს ყურძნის რეალიზებაში დახმარებოდა და მოწეული მოსავალი შემოდგომაზე კარგ ფასად ჩაებარებინა. თუმცა აქვე დასძენს, რომ შესაძლოა პროგრამამ ახალგაზრდებს ახალი იმედები და დასაქმების პერსპექტივა გაუჩინოს:
მოსახლეობას საშუალება ექნება არამარტო შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები, აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება მათთვის ინტერნეტის ნებისმიერი სერვისები - ინფორმაციის გადაგზავნა-მოძიება და ა. შ ...

„მე მჭირდება, რომ ყურძენი ჩავაბარო მთავრობას. პრობლემა მარტო ესა მაქვს. გლეხი კაცი ვარ, კომპიუტერი მე არ მჭირდება. ახალგაზრდებისთვის კარგია. მე ახალგაზრდა არ ვარ, 80 წლის ვარ, ყურძენი ვერ გამიყიდია, რა დროს კომპიუტერია.“

დასაქმების იმედით შეავსო სპეციალური კითხვარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებმა ბახვა შაიშმელაშვილმა. ის ამბობს, რომ შესაძლებლობა აქვს კომპიუტერულ ცენტრში იმუშაოს და საკუთარი ცოდნა სხვასაც გადასცეს:

„მოსახლეობას საშუალება ექნება არამარტო შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები, აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება მათთვის ინტერნეტის ნებისმიერი სერვისები - ინფორმაციის გადაგზავნა-მოძიება და ა. შ.
ჩემი მიზანი ამ გადაწყვეტილების მიღების დროს იყო, რომ შევასწავლო მოსახლეობას კომპიუტერის ელემენტარული მოხმარების პრინციპები და საკუთარი გამოცდილება გავუზიარო ნებისმიერ მსურველს, როგორც პროგრამისტმა.“

კომპიუტერის გამავრცელებელი საზოგადოების ფორმირებაში ლაგოდეხში სამოქალაქო რეესტრია ჩართული. სამსახურის უფროსს გიორგი ენუქიძეს უკვე კონკრეტული სოფლების ჩამონათვალი აქვს, სადაც ეს ცენტრები პირველ ეტაპზე ამუშავდება. მათ შორის არის აზერბაიჯანულენოვანი სოფლები:

„ამ ეტაპზე საქართველოში ეს პროექტი ხორციელდება 300 სოფელში, მათგან 8 სოფელია ლაგოდეხის. ეს იქნება: ლელიანი, ჭაბუკიანი, კართუბანი, შრომა, კაბალი, განჯალა, ყარაჯალა და უზუნთალა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და 21-ე საუკუნისათვის აუცილებელი პროექტი, რადგანაც დღესდღეობით იმდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტის როლი ჩვენს ცხოვრებაში, რომ ყველასთვის - მათ შორის, სოფლის მოსახლეობისთვისაც - ეს უნდა იყო ხელმისაწვდომი.“

კომპიუტერული ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას შესთავაზებენ საგანმანათლებლო პროგრამებს, on-line გაკვეთილებს, უჩვენებენ შემეცნებით ფილმებს; დაინტერესებულ პირებს ასწავლიან ვებგვერდების აწყობას და ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის ძიება-განთავსებას. თითოეული კომპიუტერული ცენტრი აღჭურვილი იქნება 3 კომპიუტერით, ინტერნეტით და საჭირო ინვენტარით.

ცენტრებში აკრძალვებიც დაწესდება, კერძოდ, სპირტიანი სასმელების და თამბაქოს გაყიდვა ან მოხმარება, ასევე აზარტული და არაშემეცნებითი, გასართობი თამაშების მოწყობა.
XS
SM
MD
LG